2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 90 250 ტონა ქართული ღვინო, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში 83 159 ტონა.
2024 წლის 11 თვეში ღვინის ექსპორტით საქართველომ 261.2 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, ხოლო გასულ წელს 239.3 მილიონ დოლარზე მეტის.
1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი გასულ წელს 2.87 დოლარი იყო, წელს კი ფასმა ლიტრაზე 2.89 დოლარს მიაღწია.
ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. წელს იანვარ-ნოემბერში ქართული ღვინის ექსპორტი 71.6% რუსეთში განხორციელდა.