საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი მცირდება, EU-დან იმპორტი იზრდება

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში EU-ში 510.406 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე და 36%-ით ნაკლები 2022 წლის 11 თვის მონაცემზე.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირში 669.168 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში - 798.558 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება EU-დან საქართველოში იმპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4.007 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წლის 11 თვეში - 3.467 მლრდ აშშ დოლარის, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში - 2.711 მლრდ აშშ დოლარის, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 2.071 მლრდ აშშ დოლარის და ა.შ.

ამასთან, იმ პროდუქტებს შორის, რომელიც წელს იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირი ქვეყნებში, ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, თხილი/კაკალი და ა.შ.

უფრო კონკრეტულად, ევროკავშირიდან იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 706.449 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 402.077 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 270.240 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 98.248 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 75.371 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 55.422 მლნ აშშ დოლარი
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 55.352 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 52.853 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 49.937 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 47.560 მლნ აშშ დოლარი

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქტების ათეული: (რეექსპორტის ჩათვლით)

  • თხილი და სხვა კაკალი - 55.382 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 54.782 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 39.840 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 30.847 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 30.581 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 27.726 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 27.610 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 18.560 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 18.503 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 14.962 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური