ჭაბუა ამირეჯიბის სერია ილუსტრაციებითა და აქსესუარებით - „პალიტრა L-მა“ საეტაპო პროექტი შექმნა

„პალიტრა L-ის“ საჩუქარი მკითხველს - გამომცემლობამ შექმნა საეტაპო პროექტი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთ სერიაში გაერთიანებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ყაბალახები, ჰუდები და მაისურები, რომელზეც კლასიკოსი მწერლის შემოქმედებიდან არის შემდეგი ფრაზები დატანილი: „თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბი­ძი­კო, თვი­თონ უნდა მის­ცეს ადა­მი­ან­მა თა­ვის თავს!“ „ერი ესაა ხალ­ხი დღეს, წარ­სულ­სა და მო­მა­ვალ­ში. მა­რა­დი­სო­ბაა ერი!“

chabua_palitra_L

ჭაბუა ამირეჯიბის 5-ტომეულში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, რომელიც სერიის პირველი ტომად გამოიცა და 16 დეკემბრიდან არის ხელმისაწვდომი „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ ქსელში; ასევე რომანები: „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“; „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

palitra_L, chabua_amirejibi

chabua_palitra

„დათა თუთაშხიას“ გამოცემები განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასში რევაზ თარხან-მოურავის ილუსტრაციებია შესული. აღნიშნული ილუსტრაციები, რომელიც ავტორმა კლასიკოს მწერალს უსახსოვრა, აქამდე არცერთ გამოცემაში არ გვხვდება.

წიგნებს თან დართული აქვს QR კოდი, რომლითაც მკითხველს შეეძლება ნახოს ფილმი „ჭაბუას პერსონაჟები“. ფილმი მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის ავტორობით არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ სერიის ტომები ყოველთვიურად გამოიცემა და ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

(R)