კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ თვეში 261 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2024 წლის 11 თვე ბანკებმა 2.850 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, იანვარ-ოქტომბერში კი მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა თვის ანალოგიურად, ამჯერადაც ზარალზე 17-დან 4 ბანკი გავიდა - ჯამში 17.306 მლნ ლარის. 13 კომერციული ბანკიდან კი, ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა მოგება ისევ ორ ბანკზე გადანაწილდა - ჯამში 2.478 მლრდ ლარის.
ბანკები, რომლებიც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მოგებაზე გავიდნენ:
- „საქართველოს ბანკი“ - 1.399 მლრდ ლარი
- „თიბისი ბანკი“ - 1.078 მლრდ ლარი
- „ლიბერთი ბანკი“ – 102.129 მლნ ლარი;
- „ბაზისბანკი“ – 71.743 მლნ ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 58.226 მლნ ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 42.290 მლნ ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 30.191 მლნ ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 29.473 მლნ ლარი;
- „ხალიკ ბანკი“ – 18.315 მლნ ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 12.747 მლნ ლარი;
- „ვითიბი ბანკი“ – 11.264 მლნ ლარი;
- „პაშა ბანკი საქართველო“ – 7.527 მლნ ლარი;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 5.448 მლნ ლარი;
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:
- „სილქ ბანკი“ - 11.189 მლნ ლარი;
- „ჰეშ ბანკი“ – 4.353 მლნ ლარი;
- „პეისერა ბანკი საქართველო“ – 936 ათასი ლარი;
- „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 828 ათასი ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.