ანგელა მერკელი: საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერა არ მოხდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერა არ მოხდება. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, მერკელმა სარაევოში ვიზიტის დროს განაცხადა. "მე ვთქვი, რომ ვალის კლასიკურ ჩამოჭრას მე გამოვრიცხავ და ეს არ შეცვლილა გუშინდელი დღის შემდეგ", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანია ათენის ყველაზე მსხვილი კრედიტორია. ოფიციალური ბერლინი აცხადებს, რომ ვალის ჩამოწერა კანონს და ევროკავშირის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. თუმცა, ამავე დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბერძნეთის კრედიტორებმა უნდა დაიწყონ ფიქრი ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ.