მარიო დრაგი საბერძნეთის გაკოტრებისგან დახსნის საკითხს ეჭვის თვალით უყურებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაგი საბერძნეთის გაკოტრებისგან დახსნის საკითხს ეჭვის თვალით უყურებს.

"როიტერის" ცნობით, დრაგი აცხადებს, რომ გამოსავლის პოვნა შექმნილ ვითარებაში ძალიან რთულია. მისივე თქმით, არ სჯერა, რომ რუსეთი ათენს გადარჩენაში დაეხმარება. "არა მგონია, რომ ეს რეალური რისკია, მათ საკუთარი თავისთვის არ აქვთ ფული", - აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

საბერძნეთის მთავრობას დღეს გვიან ღამემდე აქვს ვადა იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს რეფორმების შესახებ დეტალური წინადადებები წარუდგინოს. ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.