საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილმა ფონდმა „ფროსფერითი ჯორჯიამ“ შემოწირულებებისა და მოსახლეობის დახმარების შესახებ მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
6-12 დეკემბრის მონაცემებით, ფონდში შესული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- სულ შემოსულია 489 565 ლარი;
- თანხა ჩარიცხა 313 - მა იურიდიულმა და კერძო პირმა;
- გაცემულია 180 113 ლარი;
- დახმარება გაეწია 70 მოქალაქეს“ - წერია ფონდის საიტზე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფონდის შექმნა ყოფილი პრემიერი-მინისტრის, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი ნიკა გილაურის ინიციატივით ბიზნესთან ერთად შეიქმნა. მისი მიზანია საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების დახმარება.