ლაპლანდია, ვენა... - რომელია ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

TripAdvisor-მა გამოაქვეყნა ევროპის საუკეთესო და ყველაზე ჯადოსნური საშობაო ბაზრების ხუთეული.

ჯადოსნურად განათებული საშობაო სივრცეები ადამიანებს მართლაც დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მათგანი გამორჩეულია თუნდაც იმით, რომ ისინი უძველესი საშობაო ბაზრებია.

შობის სოფელი როვანიემიში, ლაპლანდია (ფინეთი)

შობის ქალაქი საშობაო ღირსშესანიშნაობაა Father Christmas -ის საფოსტო სივრცით, რომელიც ყველაზე ძველია დედამიწაზე.

ფოსტა იმ ბავშვების წერილებს ინახავს, რომლებმაც “სანტა კლაუსს“ საჩუქრების ჩამონათვალი, ან სხვა ისტორიები გაუზიარეს. აქვე შეხვდებით ირემ რუდოლფს, ჯუჯებს და სანტას მთელ ოჯახს.

bazroba1-1735302781.jpg

Christkindlesmarkt, ნიურნბერგი (გერმანია)

ევროპის ერთ-ერთი უძველესი საშობაო ბაზარი, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება, ინარჩუნებს წარსულის მაგიას და მისი გახსნის ცერემონია სიმბოლური მოვლენაა ქვეყანაში.

ამ საშობაო ბაზარზე აუცილებლად უნდა გასინჯოთ მისი ცნობილი სოსისები ან ტრადიციული გლინტვაინი.

sashobao-1735302825.jpg

Viennese Dream საშობაო ბაზარი, ვენა (ავსტრია)

ვენის უმსხვილესი ბაზარი თავისთავად პატარა ქალაქია, რომელიც შობის სულს ყველა კუთხეში აფრქვევს.

მერიის დიდებული შენობა არის საშობაო ბაზრის ცენტრალური წერტილი, საიდანაც 10 სხვადასხვა სახის ბაზარი გამოდის.

აქ თქვენთვის ყველაზე წარმოდგენილ და სანუკვარ საშობაო ნივთებს შეხვდებით და ამბობენ, რომ ყველა ჩაფიქრებული სურვილი სრულდება.

bazroba3-1735302856.jpg

Christkindelsmärik, სტრასბურგი (საფრანგეთი)

სტრასბურგი ცნობილია როგორც საშობაო დედაქალაქი და მან ეს წოდება მართლაც დაიმსახურა.

Christkindelsmärik Place Broglie გთავაზობთ საშობაო-საახალწლო ხელნაკეთობებს, საკვებს და ატმოსფეროს, სადაც დიდი თუ პატარა თავს ბედნიერად იგრძნობს.

bazroba4-1735302892.jpg

საშობაო ბაზარი სანტა კროჩეს პიაცაზე, ფლორენცია (იტალია)

ეს არის ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ღირსშესანიშნაობა, რომელიც სანტა კროჩეს ბაზილიკის წინ მდებარეობს.

ადგილის ერთ-ერთი ყველაზე მტავარი ღირსშესანიშნაობა არის “ბუხრის ნამცხვარი“, გლინტვაინი, ტრადიციული ყველი და შოკოლადები.

bazroba5-1735302953.jpg

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი