ბაიბა ბრაჟე - შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ

შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ, რაც მისი ხალხის მოთხოვნას პასუხობს," - წერს ბრაჟე.

კახი ჩაკვეტაძე