თიის როიტენი - ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება - არ შეგვიძლია ქართველი ხალხი დავაღალატოთ ევროპული მომავლისკენ

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო ივანიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება. არ შეგვიძლია ქართველი ხალხი დავაღალატოთ ევროპული მომავლისკენ და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ მათ სწრაფვაში.

ივანიშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნითაა დაგვიანებული," - წერს როიტენი.