"ტექნობუმი" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის ჰიპერმარკეტის გახსნას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ანზორ ქოქოლაძემ bpn-ს განუცხადა, ობიექტის ფართობი 8 ათას კვადრატული მეტრით განისაზღვრება და მასში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ტექნიკის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ბრენდი. "მომხმარებელს აღარ დასჭირდება აქეთ-იქით სიარული და სასურველი პროდუქტის ძიება. ჩვენ გარანტიას მივცემთ, თუ უკეთეს ფასში ნახავენ ამა თუ იმ ტექნიკას, შესაძლებლობა ექნებათ, ერთი თვის ვადაში ჩვენთან შეძენილი საქონელი უკან დააბრუნონ", - განაცხადა მან.
ანზორ ქოქოლაძის თქმით, ჰიპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივანზე განთავსდება. შესამისი მიწის ნაკვეთი კომპანიამ შარშან შეიძინა. "ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 15 მილიონი დოლარია. მოლაპარაკებებს ინვესტორებთან უკვე ვახორციელებთ. განვიხილავთ როგორც დროებითი პარტნიორის, ასევე ახალი მეწილის შემოყვანას", - განაცხადა მან.
ტექნიკის ჰიპერმარკეტის გახსნას "ტექნობუმი" მომავალი წლის მაისისთვის აპირებს
ბელა ნოზაძე