"ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა, რაც საფინანსო სექტორს უჩენს თავსატეხს," - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეკონომისტი აკაკი ცომაია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ფაქტს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიულად, ივანიშვილის აქტივების საკუთრების 50%-ზე მეტს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ, ამ ფორმით, ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა, რაც საფინანსო სექტორს უჩენს თავსატეხს და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გავლენას მოახდენს ეკონომიკის რეალურ სექტორზეც.
კერძოდ, ვინაიდან მაღალია მომავალში ივანიშვილთან აფილირებული კომპანიების დასანქცირების ალბათობაც, მასშტაბის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტრანზაქციების მსურველი ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირების კვლევის ხარჯები საგრძნობლად იზრდება, რის გამოც მოკორესპონდენტო ბანკებს
გარდა ამისა, მომავალი პერსპექტივის გათვალისწინევით,
რომ არაფერი ვთქვათ,
როგორ შეიძლება ყველა ამ გარემოებამ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ეკონომიკის რეალურ სექტორზე? სულ მცირე, ბიზნესები ზურგის ტვინით გრძნობენ ყოველივე ამას და მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი ინვესრიციების შემცირება იქნება.
რაც შეეხება თავად ივანიშვილს. მისი 1.3 მილიარდი დოლარი ხაზინის განკარგულებაშია და თუ ის ჯიუტად ვირზე ჯდომას აგრძელებს, შემდეგი ახსნა აქვს: (ა) სჯერა, რომ ქვეყანას იცავს „დიფ სთეითისგან“ თუ არ ვიცი ვისგან (ბ) იმდენად ავტორიტეტია პუტინი და ლუკაშენკო, რომ მზადაა ბევრად მეტ მსხვერპლზე წავიდეს იმისთვის, რომ თავადაც ასეთი სახელი დაიმკვიდროს, (გ) პოლონიუმის უფრო მეტად ეშინია. მეტ "ჩააანალიზებას“ ვეღარ ვახერხებ. ჩემი კოგნიტური შესაძლებლობები შეზღუდულია,“- წერს ცომაია.