საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებს ეკონომიკური რეფორმების შესახებ წინადადება დათქმულ ვადაში წარუდგინა

საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ეკონომიკური რეფორმების შესახებ წინადადება დათქმულ ვადაში - გვიან ღამით წარუდგინა.

"ბიბისის" ცნობით, წინადადების მიღება დაადასტურა თავად ევროჯგუფმა. როგორც ცნობილია, საბერძნეთის წინადადება მოიცავს გადასახადების გაზრდას, საპენსიო რეფორმას და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას.

დღეს საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ წინადადებას ქვეყნის პარლამენტში უნდა უყარონ კენჭი, ხვალ მას ევროზონის ფინანსთა მინისტრები განიხილავენ, უკვე კვირას დაგეგმილ ევროკავშირის მორიგ სამიტზე კი აღნიშულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ათენს რეფორმების სანაცვლოდ მესამე საკრედიტო ტრანშის მიღება სურს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს დეფოლტი და ევროზონიდან გასვლა.