საქართველოში ფქვილის იმპორტი განახევრდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 129 ათას ტონაზე მეტი ფქვილი (35.2 მლნ დოლარზე მეტის), ხოლო წელს იმავე პერიოდში 64.5 ათას ტონაზე მეტ (16.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების).
შარშან 1 კგ ფქვილის იმპორტი ქვეყანას გადასახადების გარეშე საშუალოდ 27 ცენტი უჯდებოდა, წელს კი ფასი მცირედით, 26 ცენტრამდე შემცირდა.
საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, რუსეთის წილი იმპორტში 96%-ს შეადგენს.
2024 წელს ფქვილის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:
- რუსეთი - 15,37 მლნ აშშ დოლარის 62 198 ტონა;
- თურქეთი - 975 ათასი აშშ დოლარის 1 785 ტონა;
- იტალია - 357 ათასი აშშ დოლარის 319 ტონა;
- ლიეტუვა - 77.4 ათასი აშშ დოლარის 180 ტონა;
- საფრანგეთი - 42.5 ათასი აშშ დოლარის 34.6 ტონა.