რომელია 10 გამორჩეული კანიონი მსოფლიოში (+ფოტო)

ულამაზეს ხეობებში, კანიონებში ვიზიტი ბევრი ადამიანისთვის საუკეთესო თავგადასავალია.

თვალწარმტაცი პანორამებით, მუდმივად ცვალებადი პეიზაჟებით და დრამატული კლდოვანი წარმონაქმნებით, გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კანიონები ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანს მასპინძლობს.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გამორჩეულ კანიონს:

000-1735471117.jpg

დადესის ხეობა, მაროკო

მიხვეულ-მოხვეულ გზას ტამელალტსა და აგუდალს დადეს ხეობამდე მივყავართ.

კანიონი, რომელიც ჰყოფს ატლასსა და ანტიატლასის მთებს, ჩამოყალიბდა მდინარე დადესის ძლიერი ეროზიით ქარიშხლის სეზონზე. მასში გადის მრავალი სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტი, რომელთა უმეტესობა იწყება სოფელ ტამელალტთან.

0000-1735471137.jpg

მდინარის თევზის კანიონი, ნამიბია

სამხრეთ ნამიბიის მდინარის თევზის კანიონის უზარმაზარი ზომა შიშის მომგვრელია: მისი სიღრმე 549 მეტრს აღწევს.

ეს არის მომხიბლავი ადგილი, რომელიც გაჟღენთილია მითებით - თქმულების მიხედვით აქ გიგანტური გველები ცხოვრობენ. კანიონის შესასწავლად საუკეთესო გზაა ხუთდღიანი ლაშქრობა.

01-1735471164.jpg

“პიკაბუ“ კანიონი, იუტა, აშშ

იუტას უდაბნოში შექმნილი კანიონი ულამაზეს სანახაობას ქმნის. როგორც წესი, აქ არსებული ვიწრო ხეობები, შექმნილია ქვიშაქვისგან ან დანალექი კლდეებისგან.

თუმცა, სასურველია წვიმის დროს ვიზიტს მოერიდოთ, რადგან კანიონი შეიძლება სწრაფად გაივსოს წყლით.

02-1735471189.jpg

სპილენძის კანიონი, მექსიკა

მექსიკის სპილენძის კანიონის უხეში, მწვანე ფერდობები, რომელიც მდებარეობს სიერა მადრის დასავლეთის მთებში, საოცარ სანახაობას ქმნის.

ერთადერთი კითხვაა, როგორ მივიდეთ იქამდე? - პოპულარული ვარიანტია მატარებლით ელ ჩეპეზე ასვლა, საიდანაც კანიონის ულამაზეს ხედებს დაათვალიერებთ კიდეც.

03-1735471215.jpg

კალი განდაკის ხეობა, ნეპალი

არის რაღაც მისტიური კალი განდაკის ხეობაში - ჰიმალაის კანიონში, რომელიც დაულაგირის და ანაპურნას მთებს ჰყოფს.

თითქმის 20 000 ფუტის სიღრმის (6000 მეტრის) ხეობა თავის სახელს ინდუისტურ ქალღმერთ კალისთან დაკავშირებით ატარებს. ქალღმერთი ცნობილია ბუნების ძალის განსახიერებით. ვიზიტის საუკეთესო დროა ოქტომბრიდან დეკემბრამდე, როდესაც ცა ყველაზე ნათელია. მოერიდეთ ვიზიტებს მაისიდან სექტემბრამდე - ნეპალის წვიმიან სეზონში.

05-1735471247.jpg

“Echidna Chasm“ - დასავლეთ ავსტრალია, ავსტრალია

200 მეტრის სიმაღლის ციცაბო და ვიწრო ხეობა სანახავია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზის შუქი წითელ კლდეს ხვდება.

კანიონი პურნულულუს ეროვნულ პარკში მდებარეობს.

07-1735471271.jpg

გრანდ კანიონი, არიზონა, აშშ

მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე ცნობილ კანიონს ალბათ, გაცნობა არც სჭირდება.

ჩრდილოეთ არიზონაში მდებარე 1828 მეტრის სიღრმის ლაბირინთული ხეობები წარმოუდგენელი რაოდენობის ვიზიტორებს მსპინძლობს.

ის ყოველწლიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ადამიანს იზიდავს.

08-1735471302.jpg

ვერდონის ხეობა, საფრანგეთი

კირქვის კანიონი მდინარე ვერდონის გასაოცრად კაშკაშა, ზურმუხტისფერი წყლებით ხასიათდება, რაც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილია.

09-1735471344.jpg

კოლკას კანიონი, პერუ

კოლკას კანიონი ტურისტულად ცხელი წერტილია.

ხეობა გარშემორტყმულია ანდების მთებით და არის 3,270 მეტრის სიღრმის, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღრმად აქცევს.

44444-1735471374.jpg

ვაიმეას კანიონი, ჰავაი, აშშ

თუ ჰავაის სტუმრობთ, ვაიმეას კანიონი არ უნდა გამოტოვოთ.

ხეობა გადაჭიმულია დასავლეთ კაუაის გასწვრივ ტყის ნაკრძალს და აღმოსავლეთით ნა პალი-კონას ტყის ნაკრძალს შორის. თვალწარმტაცი კანიონი ვულკანის დაშლის შედეგად, დაახლოებით ოთხი მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი