9 თვეში საქართველოში 966.670 მლნ დოლარის უარყოფითი ინვესტიციები განხორციელდა

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 966 670 000 დოლარის უარყოფითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხო საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი უარყოფითი ინვესტიცია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში განხორციელდა და -287.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. დანარჩენი კი სხვა სექტორებზე მოდიოდა.

სოფლის მეურნეობის სექტორში იანვარ-სექტემბერში უარყოფითი უცხოური ინვესტიციები შემდეგმა ქვეყნებმა განახორციელეს: აშშ, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი, ირანი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვები.

შეგახსენებთ, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 თვის (იანვარ-სექტემბრის) ჭრილში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის მინიმუმზეა. ბოლო ათ წელში კი (პერიოდის -2019-2020 წლების გარდა - პანდემია) ყველაზე დაბალი მაჩვენებლები წელს დაფიქსირდა.

მერი ტაბატაძე