როგორი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა - სეს-ი სამშენებლო კომპანიას ეძებს (+ფოტო)

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი შენობა ექნება. უწყება მშენებელ კომპანიას ეძებს და ამისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, უახლოეს მომავალში გეგმავს, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ქ. თბილისში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #36 ა) ასაშენებელი ახალი ოფისის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე.

გთხოვთ წარმოგვიდგინოთ წინადადებები მომსახურების ფასთან და მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. წინადადებები შემსყიდველს უნდა წარედგინოს ელექტრონულად, 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ახალი შენობის დიზაინზე შპს მოკო დიზაინმა იმუშავა, რაშიც სეს-მა 9 990 ლარი დახარჯა.

saagento2-1735550763.jpg

saagento4-1735550763.jpg

saa-1735551088.jpg