საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა 3,3 პროცენტი იქნება.

თუმცა, „ბლუმბერგის“ ცნობით, აპრილში ეს მაჩვენებელი 3,5% იყო.

ვაშინგტონში, IMF-ის მიერ წარდგენილი World Economic Outlook-ის ანგარიშის თანახმად, უცვლელი დარჩა 2016 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 3,8%, რაც მეტწილად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გამყარებით იქნება გამოწვეული.

IMF-ის ცნობით, მიმდინარე წელს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდა 2,1%-ს შეადგენს, 2016 წელს - 2,4%-ს. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2015 წელს ამ ქვეყნების ეკონომიკის ზრდა 0,1%-ით , 42,%-მდე შემცირდება, მომავალი წლის პროგნოზი კი უცვლელი დარჩა - 4,7%-იანი ზრდა.

0,6%-ით 2,5%-მდე შემცირდება 2015 წელს აშშ-ის ეკნომიკა, ხოლოდ 2016 წელს 0,1%-ით - 3,0%-მდე.

რაც შეეხება ევროზონას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს ევროზონაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა - 1,5%-იანი ზრდა, 2016 წელს კი 0,1%-ით - 1,7%-მდე გაიზრდება.

IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს -3,4%-ით შემცირდება რუსეთის მშპ, რაც 0,4%-ია აპრილის პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 0,2%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკისთვის მთავარი რისკი სასესხო კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება იქნება, რომელიც ნავთობზე ფასების თამაშის გამო არამდგრად დინამიკას აჩვენებს. ასევე რისკებს შორის სახელდება განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში შესაძლო დეფლაცია და პოლიტიკური დაძაბულობა, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.