ეროვნული ბანკი - წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი - 92.1 პროცენტი იყო). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

„2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.2 მლრდ აშშ დოლარი (128.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.