რომის პაპი მსოფლიოს ეკონომიკურ მოდელში ცვლილებების მოწოდებით გამოდის

რომის პაპი ფრანცისკის განცხადებით, მსოფლიოს ეკონომიკაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ მან ბოლივიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფრანცისკ I-ის თქმით, დაუშვებელია განვითარებულ ქვეყნებში ღარიბების გამოყენება მხოლოდ იაფფასიან სამუშაოზე.

"არ შეგვეშინდება იმის თქმის, რომ ნამდვილი, სტრუქტურული ცვლილებები გვინდა. დღევანდელი ეკონომიკური სისტემა ყოვლად დაუშვებელია. ამ სისტემას აქვს სურვილი, ყველაფერი ნებისმიერ ფასად მიიღოს და არ ადარდებდეს სოციალური იზოლაცია თუ ბუნების ნგრევა. სხვადასხვა თანამეგობრობები, ხალხი, თავად სამყარო ამ სისტემას დაუშვებლად მიიჩნევს", - აღნიშნა რომის პაპმა.