Google-ის საშუალებით ინფორმაციის მიღება ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდია. ამ მხრივ, საქართველოშიც მისი აქტუალობა და გამოყენების მაჩვენებელი სულ უფრო მზარდია.
წლის მიწურულს, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა იყო მთავარი სიტყვები ან ფრაზები, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იძებნებოდა აღნიშნული პლატფორმის საშუალებით.
რაც შეეხება ფრაზებს, რომელთა მოძებნის მაჩვენებელი საქართველოდან წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა, ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეიტინგით, ფრაზა - euro 2024 გამოირჩეოდა. 2024 წლის განმავლობაში მისი „დაგუგვლის“ სიხშირე 1750%-ით გაიზარდა. ქართველებისთვის ამ მხრივ ისტორიული წელი იყო რადგან, ეროვნული ნაკრები „ევრო 2024“-ის მერვედფინალში გავიდა.
ფრაზების ხეუთეული, რომელთა მოძებნის მაჩვენებელი საქართველოდან წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა, ასეთია: