ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 7% ით არის შემცირებული - ამის შესახებ კვლევას “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” აქვეყნებს.
კვლევისას დამუშავდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების (ფოთი, ბათუმი, ყულევი) მონაცემები ექვსი მაჩვენებლის მიხედვით:
საგულისხმოა, რომ საზღვაო სფეროში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, გადამუშავებული ტვირთების მოცულობების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნებოდა, თუ არ ჩავთლით საკონტეინერო ნაკადის 19% ით ზრდას.
რაც შეეხება 2024 წლის 2023 წელთან შედარებას, საკონტეინერო ნაკადი შემცირდა 630 ათას TEU-მდე, 64 ათასი TEU-ით. რაც განპირობებული იყო, ჩინეთიდან საკონტეინერო ნაკადის სარკინიგზო მიმართულებით გადართვაზე.
„2024 წელს რკინიგზით, მხოლოდ ჩინეთიდან 55 ათასი TEU გადაიზიდა, (14 ჯერ გაიზარდა 2023 წელთან შედარებით), რითაც ფაქტობრივად- დაბალანსდა კონტეინერების საზღვაო მიმართულებით ჩამორჩენა.
ერთობლიობაში 5%-იან ზრდას თუ არ ჩავთლით, ნავსადგურებში დამუშავებული გემების რაოდენობის მიხედვით, 2024 წელს 2021/ 2022 წლებთან მიმართებით საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ზრდა არ შეინიშნება, რითაც დასტურდება, რომ საქართველო ჯეროვნად ვერ იყენებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას.
დასკვნის სახით - ფაქტობრივად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი - დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის სრულფასოვნად გამოყენება“, - ნათქვამია კვლევაში.
იხილეთ ასევე: 2024 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით ტვირთების გადაზიდვა შემცირდა - TCRC