ინტერნეტი, ანტიბიოტიკები - რა გაიაფდა დეკემბერში

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი გაიაფდა. საუბარია, ფასის 40%-იან შემცირებაზე.

ღირებულების კლების ტენდენციით, საქსტატის მიხედვით, მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკები, რომლის ფასი დეკემბერში, 2023 წლის იგივე თვესთან შედარებით, 26%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გთავაზობთ გაიაფებული პროდუქტების ათეულს:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 40%
  • ანტიბიოტიკები - 26%
  • საზამთრო - 14.3%
  • სიმინდის ფქვილი - 14%
  • კარტოფილი - 13.9%
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - 13%
  • შპალერი - 13%
  • დიზელის საწვავი - 11,6%
  • ატამი - 11,6%
  • მოსაპირკეთებელი მასალა - 11%

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.

ნინი ქეთელაური