საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი ათწლეულის მაქსიმუმზეა. როგორც EastFruit წერს, ბოლო წლებში ქართული წვენების ინდუსტრია მკვეთრად გაუმჯობესდა და შესაბამისად გაიზარდა ბაზრები, სადაც წვენი გადის, რომელთა შორისაა აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, ავსტრალია, იაპონია და ა.შ.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის 11 თვის განმავლობაში მზა პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული სავალუტო შემოსავალი 27,6 % -ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, უცხოურ ბაზარზე 12 628 ტონა ქართული წვენები გაიყიდა. ექსპორტის მოცულობის წლიურმა ზრდამ 10% შეადგინა.
შედარებისთვის, 2023 წლის 11 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 11 470 ტონა ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენი, რომელთა ჯამური ოდენობა 14.6 მლნ დოლარი იყო. ბოლო 10 წლის მანძილზე კი, წვენების ექსპორტის მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა - 4 461 ტონა, რომლის ჯამური ღირებულება 5.1 მლნ დოლარი იყო.
ქართული წვენების ტოპ-10 საექსპორტო ბაზრები 2024 წლის 11 თვის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება: