ანანასის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ?

გასული წლის 11 თვეში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ანანასი შემოვიდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 1 327 110 აშშ დოლარის ღირებულების, 1428 ტონა ანანასის იმპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1 015 510 აშშ დოლარის ღირებულების, 1000 ტონა ანასასი შემოვიდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, მთავარი იმპორტიორი თურქეთი იყო, საიდანაც 11 თვეში 1 053 090 აშშ დოლარის ღირებულების 1 213 ტონა ანანასის იმპორტი განხორციელდა.

თურქეთის შემდეგ, ანანასის იმპორტიორ ძირითად 4 ქვეყანას შორის, ასევე არიან:

  • ნიდერლანდები - 148 970 აშშ დოლარი (104 ტონა);
  • კოსტა-რიკა - 95 110 აშშ დოლარი (87 ტონა);
  • სომხეთი - 19 930 აშშ დოლარი (17 ტონა).

სხვა ქვეყნებიდან კი ანანასი მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით შემოვიდა.

თაია არდოტელი