სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%.
პროდუქტებს შორის, დეკემბერში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულია მწვანილი, 117,5%-ით, ასევე, ნიორი - 46,3%-ით და ბადრიჯან - 46%-ით.
რაც შეეხება მომსახურებებს, იგივე საანგარიშო პერიოდში გაძვირდა მღებავის მომსახურება, ავტომობილის გარეცხვა და ჯანმრთელობის დაზღვევა.