ქუთაისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიხსნა. ეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მეორე მასშტაბური ფორუმია. ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს. ანალოგიური პროექტი პირველად გასულ წელს თბილისში ჩატარდა. დასაქმების ფორუმში 76 კომპანია იღებს მონაწილეობას.

დარეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ და მოიპოვონ მისაღები პოზიციები. დღევანდელი დღის მონაცემებით, ონლაინ-რეგისტრაცია 1500- მდე მოქალაქემ გაიარა. როგორც ფორუმზე განაცხადეს, ყურადღება მეტწილად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გამახვილდება.