როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე წარმოდგენილი ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა, ერთის კი გაიზარდა.

როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები

Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 0.32%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 46.50 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 2.07 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.75 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 31.10 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.16%-იან შემცირებაზე მიუთითებს.

Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 2.99%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 12.42 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 476 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე