საბერძნეთის პარლამენტში დღეს კრედიტორებისთვის შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელებენ

საბერძნეთის პარლამენტში დღეს ათენის მიერ კრედიტორებისათვის შეთავაზებული ახალი წინადადების შესახებ იმსჯელებენ. კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე დღის ბოლო გაიმართება.

"ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი მისი პარტიის "სირიზას" წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ახალ წინადადებას.  "ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ მივაღწიოთ უკეთეს შეთანხმებას, ჩვენი მანდატი არ არის საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა. ჩვენ ან ერთად ვიმოქმედებთ, ან ერთად დავმარცხდებით", - აღნიშნა ციპრასმა.

საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ წინადადებას საბერძნეთის პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ, ევროზონის ფინანსთა მინისტრები ხვალ განიხილავენ, კვირას კი ევროკავშირის მორიგ სამიტზე აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.