გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელებს ჰოთ-დოგის ჭამა აუკრძალა, ხოლო განქორწინებულ წყვილებს კი ე.წ. შრომით ბანაკში იძულებით გადაყვანით, ან პატიმრობით ემუქრება.
“40 წლის დესპოტის მტკიცებით, ჰოთ-დოგი ზედმეტად დასავლურია და ამბობს, რომ მისი მირთმევა ამიერიდან ღალატად ჩაითვლება. ყველა, ვინც ჩრდილოეთ კორეის ქუჩაში ჰოთ-დოგის გაყიდვას განაგრძობს ან საკუთარ სახლში გადაწყვეტს მის მომზადებას, შრომით ბანაკებში გაგზავნის რისკის ქვეშ დადგება,“ - წერს dailymail.
The Sun-თან საუბრისას, სწრაფი კვების ერთ-ერთი ობიექტის მფლობელმა აღნიშნა, რომ ბაზარზე სამხრეთ კორეული ტრადიციული კერძის, ბუდე - ჯიგეს გაყიდვებიც შეჩერდა იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ ინგრედიენტს სოსისი შეადგენს. კერძი სოციალისტურ ქვეყანაში სამხრეთ კორეიდან 2017 წელს შემოვიდა. იხილეთ სრულად