რუსი მილიარდერები, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ - Bloomberg-ის რეიტინგი

2024 წელი მილიარდერებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ ერთ წელიწადში Bloomberg-ის სიაში მყოფი 500 მილიარდერის ქონება 1.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამურად 10 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ სიაში არიან დასანქცირებული რუსი მილიარდერები, მათი უმეტესობა 2024 წელსაც ისევე გამდიდრდა, როგორც სანქციების დაწესების პირველივე წელს. Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში სულ 25 რუსი მილიარდერია, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯამში 18.5 მლრდ დოლარით გამდიდრდნენ. ყველაზე მეტად კი ვლადიმერ ლისინის და ვაგიტ ალეპკეროვის ქონება გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ რუს მილიარდერს, რომლებიც გასულ წელს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ:

  • ვლადიმირ ლისინი - 28.9 მლრდ დოლარი, +5.2 მლრდ (2024 წლის დასაწყისში - 23.7 მლრდ დოლარი)
  • ალექსეი მორდაშოვი - 24.4 მლრდ დოლარი, +3.7 მლრდ ((2024 წლის დასაწყისში - 20.7 მლრდ დოლარი)
  • ვაგიტ ალეპკეროვი - 27.4 მლრდ დოლარი, +3.2 მლრდ (2024 წლის დასაწყისში - 24.2 მლრდ დოლარი)
  • მიხეილ პროხოროვი - 18.4 მლრდ დოლარი, +2.9 მლრდ (2024 წლის დასაწყისში - 15.5 მლრდ დოლარი)
  • მიხეილ ფრიდმანი - 15.1 მლრდ დოლარი, +2.9 მლრდ (2024 წლის დასაწყისში - 12.2 მლრდ დოლარი)
  • ტატიანა კიმი - 7.37 მლრდ დოლარი, +2.12 მლრდ (2024 წლის დასაწყისში - 5.25 მლრდ დოლარი)

იხილეთ ასევე: რუსი მილიარდერები, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტად „გაღარიბდნენ“ - bloomberg-ის რეიტინგი