საქართველოში ფორთოხლის იმპორტი შემცირდა, მანდარინის კი რაოდენობრივად შემცირდა, თუმცა ღირებულებით ნაწილში მცირედი ზრდა იყო. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5 481 110 აშშ დოლარის ღირებულების 9 204 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 5 609 660 აშშ დოლარის ღირებულების 9 385 ტონა.
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ფორთოხლის იმპორტი განხორციელდა, იყო:
რაც შეეხება მანდარინს, 2024 წლის 1-ელ 11 თვეში საქართველოში სულ 3 951 290 აშშ დოლარის ღირებულების 6 172 ტონა ახალი ან ხმელი მანდარინის (ტანჟერინების და სატსუმის ჩათვლით) გარდა კლემენტინებისა იმპორტი განხორციელდა; მაშინ როცა 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი რაოდენობრივად 6 384 ტონა იყო; ხოლო ღირებულებით ნაწილში 3 889 780 აშშ დოლარს შეადგენდა.
მანდარინის ტოპ-4 ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი, 2024 წლის 11 თვეში, ასეთია: