სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 9 იანვრის სხდომაზე საკითხი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.
„ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიკური ურთიერთობები აქვთ. ამასთან, ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება.
თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, [ნიკოლოზ ფაშინიანი] ევროპარლამენტშიც განაცხადეთ, რომ სომხეთი მზადაა რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
.