ბუნებრივი აირის იმპორტი 11.6%-ით შემცირდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 369 მილიონი დოლარის გაზი იყიდა, 2024 წელს იმავე პერიოდში კი 326 მილიონი დოლარის.
ქვეყანაში ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ხორციელდება. იმპორტში უდიდესი წილი, 66.7% აზერბაიჯანზე, დანარჩენი კი რუსეთზე მოდის. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 11 თვეში აზერბაიჯანიდან 217.7 მილიონი დოლარის გაზის იმპორტი განხორციელდა, რუსეთიდან კი 108.5 მილიონი დოლარის ღირებულების.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანიდან 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის იმპორტი 21.8%-ით არის შემცირებული.
ამის საპირისპიროდ, რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტი 15-წლიან მაქსიმუმზეა. მხოლოდ ერთი წლის ჭრილში კი რუსული გაზის იმპორტი 19.6%-ით არის გაზრდილი.