ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოს არის.
როგორც რომანო იტყობინება, დღეს გახდა ცნობილია, რომ კვარაცხელია იანვარში „ნაპოლის“ დატოვების საკითხს განიხილავს. მისივე ცნობით, „ნაპოლის“, PSG-სა და კვარაცხელიას შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„დაახლოებით 80 მილიონი ევროს პაკეტი განიხილება, კვარაცხელიას წარმომადგენლები კი გუნდს პირადი კონტრაქტის შესახებ ესაუბრებიან“, - წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, transfermarkt-ის მონაცემებით, ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ აღნიშნულ ნიშნულს 2024 წლის 18 დეკემბერს მიაღწია, იქამდე მისი ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენდა.