საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომელიც ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს ხუთშაბათს წარუდგინა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, მას ახლა უკვე აქვს "ძლიერი მანდატი" იმისათვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს.  ათენის წინადადება რეფორმების შესახებ დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. თუ ევროპელ ლიდერებთან საბერძნეთის მთავრობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, მაშინ ათენი ფულის გარეშე დარჩება. თუმცა, საერთაშორისო კრედიტორები ამბობენ, რომ საბერძნეთის გეგმა დადებითია.