გლდანში სურსათის მაღაზია გაძარცვეს

გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-19 კორპუსთან მდებარე სურსათის მაღაზია გაძარცვეს. როგორც მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, მძარცველები სუპერმარკეტში სარკმლიდან არიან შესული. მისივე ინფორმაციით, წაღებულია მინიმუმ 300 ლარამდე თანხა. "პირველადი დათვალიერებით რაც ვნახეთ, გატეხილია სალარო და წაღებულია მინიმუმ 300 ლარამდე თანხა და სიგარეტები. მძარცველები მაღაზიაში სარკმლიდან არიან შესული, რომელიც საკმაოდ პატარა და ვიწროა. ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი შესაძლოა, ბავშვები ყოფილიყვნენ", - აღნიშნა მაღაზიის მფლობელმა.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.