17 რამ, რაც გამდიდრებაში ხელს გვიშლის

გამდიდრება აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. ამერიკელი ჟურნალისტი, ნაპოლეონ ჰილი 20 წლის მანძილზე 500-ზე მეტ გამდიდრებულ მილიონერს აკვირდებოდა, რის შედეგადაც მან სიმდიდრის შექმნის საიდუმლო შეისწვლა. გარდა ამისა, ჰილმა ის ფაქტორებიც აღმოაჩინა, რომელიც კარიერულ წინსვლაში და გამდიდრებაში ხელს გვიშლის. ესენია:

1. კარგად განსაზღვრული მიზნის არქონა

თუ თქვენ ცდილობთ სიმდიდრის შექმნას, დაიწყეთ მიზნების განსაზღვრა, შემდეგ შექმენით ფინანსური გეგმა და განსაზღვრეთ ზუსტად თუ რაში გსურთ შემდეგ გამომუშავებული თანხის დახარჯვა. „ადამიანი არ იქნება წარმატებული, თუ მას არ აქვს ცხოვრების მთავარი და კარგად განსაზღვრული მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის“ - ამბობს ნაპოლეონ ჰილი.

2. ამბიციების ნაკლებობა

სიმდიდრე მარტივად არ იქმნება. ამისათვის უნდა იმუშაოთ მოთმინებით და გამუდმებით. კარგი დასაწყისი იქნება, თუ ფულის ინვესტირებას დაიწყებთ. „ადამიანი არაფერს უნდა ელოდოს მაშინ, თუ იგი ინდიფერენტულად არის განწყობილი, არ სურს ცხოვრებაში წინსვლა და წარმატების მიღწევის სანაცვლოდ საფასურის გადახდა“, - გვირჩევს ამერიკელი ჟურნალისტი.

3. განათლების არასათანადოდ გამოყენება

ცოდნა მხოლოდ პოტენციური ძალაუფლებაა და ის არ გამოგადგებათ სიმდიდრის დაგროვებაში მანამ, ვიდრე მას არ გამოიყენებთ ცხოვრებაში. არ დაკმაყოფილდეთ თქვენი განათლების ხარისხით, პრიორიტეტად გაიხადეთ ისწავლოთ გამუდმებით ახალი და საკუთარი თავი გამოწვევების წინაშე დააყენოთ. სწორედ ამიტომაც დღეს უამრავი წარმატებული და მდიდარი ადამიანი მუდმივი მკითხველია.

4. თვითდისციპლინის ნაკლებობა

„ვიდრე შეგეძლებათ გარემოებების კონტროლი, უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი. თუ არ დაამარცხებ საკუთარ თავს, საკუთარი თავი დაგამარცხებს“, - გვირჩევს ნაპოლეონ ჰილი.

5. საკუთარი სხეულისთვის ნაკლები ზრუნვა

„ვერცერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გასაოცარ წარმატებას კარგი ჯანმრთელობის გარეშე“, - ამბობს ჰილი. ამიტომაც არის, რომ უამრავი მილიონერი დიდ დროს სწორედ გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს უთმობს. თუ კარგად არ გაწვრთნით საკუთარ სხეულს, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

6. საქმის გადადება

ჰილი საქმის გადადებას მარცხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომწვევ მიზეზს უწოდებს. „ცხოვრებაში დავმარცხდებით, თუ დაველოდებით „შესაფერის დროს“ რაღაცის კეთების დაწყებისთვის. ნუ ელოდებით. დრო არასოდეს იქნება შესაფერისი. დაიწყე იქიდან, სადაც ხარ“, - ამბობს ამერიკელი ჟურნალისტი. თუ გსურთ სიმდიდრის დაგროვება, დაიწყეთ ეს დღეს.

7. სიმტკიცის და გამძლეობის ნაკლებობა

„ჩვენ, უმრავლესობა კარგი „დამწყებები“ ვართ, თუმცა, ცუდი „დამსრულებლები“. ადამიანები ხელს ჩაიქნევენ მაშინვე, როდესაც შენიშნავენ, რომ მარცხდებიან. არ შეჩერდეთ, ვიდრე იმას არ მიაღწევთ, რაც გსურთ“ - გვირჩევს ჰილი.

8. უარყოფითი განწყობა

თუ თქვენ გსურთ, რომ გახდეთ მდიდარი, პოზიტიური ემოციები თქვენში ნეგატიურს უნდა ჭარბობდეს. კვლევები აჩვენებს, რომ პოზიტიური და უფრო ბედნიერი ადამიანები უკეთ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და ნაკლებად არიან უმუშევრები.

9. გადაწყვეტილების მიღების უნარის ნაკლებობა

გადაწყვეტილების მიღების უნარი სიმდიდრის არა მხოლოდ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ლიდერ ადამიანს ახასიათებს. დღის ბოლოს აჯობებს მიიღოთ ცუდი გადაწყვეტილება, ვიდრე საერთოდ არ მიიღოთ.

10. არასწორი პარტნიორის არჩევა

ნაპოლეონ ჰილის თქმით, მარცხის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი სწორედ არასწორი პარტნიორის არჩევაა. „ვიდრე მსგავსი ურთიერთობა იქნება ჰარმონიული, მარცხი გაგრძელდება“, - ამბობს ჰილი.

11. რისკების ნაკლებობა

„ზედმეტი სიფრთხილე ისეთივე ცუდია, როგორც სიფრთხილის არარსებობა. ცხოვრება სავსეა შანსებით. ადამიანი, რომელიც არ იყენებს შანსებს, უნდა დაჯერდეს იმას, რაც აქვს“ - ამბობს ჰილი.

12. არასწორ ხალხთან ურთიერთობა

„ყველამ უნდა აირჩიოს ერთი თანამშრომელი, რომელიც მისთვის შთაგონების წყარო იქნება და რომელიც მისთვის განათლებული და წარმატებულია“ - გვირჩევს ნაპოლეონ ჰილი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარშემო შემოიკრიბოთ ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები სამსახურის გარეთაც. ჩვენ ვემსგავსებით იმ ადამიანებს, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა, ამიტომაცაა, რომ მდიდრები ძირითადად იმათ უმეგობრდებიან, ვინც ასევე მდიდრები არიან.

13. იმ სამსახურზე მიჯაჭვულობა, რომელიც გძულთ

არ იმუშაოთ იმ სამსახურში, რომელიც სტრესს გაყენებთ და ცხოვრებით უკმაყოფილოს გხდით. სამსახურიდან წამოსვლა, თუ არგუმენტები გამართლებულია, წარმატების მომტანი იქნება მომავალში.

14. ფოკუსირების ნაკლებობა

„მოახდინეთ თქვენი მცდელობების ფოკუსირება ერთ მნიშვნელოვან განსაზღვრულ მიზანზე“ - ამბობს ჰილი. თუ თქვენ გამდიდრება გსურთ, ამ სურვილით უნდა იყოთ შეპყრობილი. „მხოლოდ ოცნება ვერ გაგამდიდრებთ“.

15. ჟინის ნაკლებობა

„ენთუზიაზმის გარეშე ვერ იქნებით თავდაჯერებული. უფრო მეტიც, ენთუზიაზმი გადამდებია. ადამიანს, რომელსაც აქვს ის და აკონტროლებს, ნებისმიერ ჯგუფში დიდი სიამოვნებით მიიღებენ. ჟინის და ვნების გარეშე კი ენერგია არ გექნებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ რაიმეს“, - წერს ჰილი.

16. ახალი იდეების უარყოფა

გამუდმებით უნდა ეცადოთ ეკონტაქტოთ სხვა ადამიანებს, იფიქროთ ახალ იდეებზე. მდიდარი და ყველაზე წარმატებული ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ. ამიტომ დაიწყეთ თქვენც განსხვავებულად ფიქრი და განსხვავებული საქმეების კეთება.

17. სხვებთან თანამშრომლობის უუნარობა

„ადამიანების უმრავლესობა კარგავს პოზიციებს და დიდ შესაძლებლობებს ცხოვრებაში სწორედ სხვებთან თანამშრომლობის უუნარობის გამო“, - გვაფრთხილებს ნაპოლეონ ჰილი.