"ფეისბუქი" ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო ადგილად მიიჩნევა. სტაჟიორები ამ კომპანიაში გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე სხვაგან. თუმცა, უარყოფითი მხარეები ყველა სამსახურს აქვს. ინჟინრები, დეველოპერები, და ფეისბუქის სხვა ყოფილი თანამშრომლები იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რაც მათ ყველაზე ნაკლებად მოსწონდათ ამ კომპანიაში მუშაობისას. თუმცა, ეს მხოლოდ უმცირესობის მოსაზრებებია. მაშ ასე, რას უჩიოდნენ ისინი?
1. "წლის მანძილზე ექვსი კვირის განმავლობაში ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში მუშაობა";2. "ფეისბუქში" კედლები არ არსებობს. თანამშრომლები დიდ დარბაზებში ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან;
3. "მენეჯმენტის განყოფილების თანამშრომლების უმრავლესობას იდეების ნაკლებობა აქვთ";
4. "არ არის ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა";
5. "ნუ შემომჩვილებთ "ფეისბუქთან" დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ, რომ მე იქ ვმუშაობ";
6. "როდესაც იცი, რომ დიდი კომპანიის ნაწილი ხარ, თუმცა, ცდილობ იმოქმედო ისე, რომ დამწყები ორგანიზაციის წევრი ხარ";
7. "ნაკლები კონცენტრირება ჩემს გუნდზე";
8. "იმის ცოდნა, რომ ვერ გამოიმუშავებ მილიონებს და ვერ შექმნი უკვე არსებულ კომპანიას";
9. "ეს შესაძლოა, ჩემთვის ყველაზე ცუდი პროფესიული გამოცდილება იყო";
10. "იქ მომუშავე ადამიანების ხმა მეჩვენებოდა, როგორც სნობური და უხეში";
11. "მთხოვდნენ შემესრულებინა ისეთი დავალებები, რაც შეუფერებელი იყო ჩემთვის";
12. "ინსტრუქტორები არ იყვნენ მკაფიოები, ყველაფერი თამაშს ჰგავდა";
13. "ცუკერბერგი და შერილი იქცეოდნენ "წმინდანების" მსგავსად";
14. "როდესაც იცი, რომ იმ კომპანიის წევრი ხარ, რომელიც არამართებულად რეკლამირებულია";
15. "გუგლს" კონკურენტად მიიჩნევდნენ";
16. "დავივიწყეთ უფასო საკვები და სასმელი – სამუშაო ადგილი არის საშინელი";
17. "მე მინახავს გადაწყვეტილებები, რომელსაც სტაჟიორები იღებდნენ";
18. "დრამა, სულ კოდებზე და ციფრებზე ფიქრი"
19. "იმის გააზრება, რომ კომპანიას მობილურების ეკრანებზე მომავალი არ აქვს";
20. "ფეისბუქში" მუშაობა ხანდახან ნიშნავს დროის კარგვას";
21. "მაშინაც კი მუშაობ, როდესაც შვებულებაში ხარ"
22. "უღმერთოდ დიდი რაოდენობის ელექტრონული შეტყობინებები, ყოველდღიურად 1600 და მეტი".