ამ დროისთვის უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები 21 ათასზე მეტი ბილეთია დარჩენილი

ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზე გასაყიდი ბილეთების რაოდენობაა დაფიქსირებული უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ გასაყიდი 21 048 ბილეთი დარჩა.

მონაცემები ვაკის პარკში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზეა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, დარჩენილია 75 ლარიანი 207 ბილეთი, 35 ლარიანი 10 287, ხოლო 18 ლარიანი 10 554 ცალი ბილეთი.

სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.