დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 10.1%-ით შემცირდა - „გალთ ენდ თაგარტი“

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა“, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანად 2024 წელს კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ დოლარს მიუახლოვდა.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა და 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

მერი ტაბატაძე