„გასტრონომ ჯგუფი“ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდება.
კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გასტრონომ ჯგუფში“ შემავალი კომპანიები სამი საათით გაიფიცებიან.
„გასტრონომ ჯგუფი“ უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები დაიკეტება 15 იანვარს , 15:00-დან 18:00-მდე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, Gastronome Group-ში შემავალი რესტორნებია Bistro, Steakhouse და „თამარა“, თუმცა, „თამარა“ ამ ეტაპისთვის დროებით დახურულია.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.