„ქართული მზე“ 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდება. კომპანია 15:00 საათიდან 18:00 საათზე გაიფიცება.
„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!“, - აღნიშნულის შესახებ „ქართული მზე“ სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.