„ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს და ვიფიცებით“ – „ჯეპრა“

„ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს“, - ამის შესახებ აღნიშნულია „ჯეპრას“ განცხადებაში.

ხვალ, 15 იანვარს 15:00 საათზე კომპანია მუშაობს შეაჩერებს და გაფიცულებს შეუერთდება.

„ჯეპრას“ გუნდი უერთდება საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს. ჩვენ ვიცავთ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებს და მხარს ვუჭერთ:

  • ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას
  • რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას
  • გამოხატვის თავისუფლებას

15 იანვარს, 15:00 საათიდან ჯეპრა აჩერებს საქმიანობას და უერთდება საყოველთაო გაფიცვას.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის!“, - აღნიშნულია „ჯეპრას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მერი ტაბატაძე