საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მზად არის, 15 იანვარს დაგეგმილ გაფიცვაში მონაწილე პირებს უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„15 იანვარს, 15:00 საათზე იგეგმება საყოველთაო გაფიცვა - “იფიცება საქართველო!”. გაფიცულები სამი საათის განმავლობაში შეაჩერებენ საქმიანობას და პროტესტის ამ ფორმით შეუერთდებიან სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნებს.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და ამ განცხადების ხელმომწერი იურიდიული ფირმები მზად არიან უფასო კონსულტაცია გაუწიონ გაფიცვისა და პოლიტიკური პროტესტის საკითხებით დაინტერესებულ პირებს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გზით დაიცვან გაფიცული ადამიანების შრომითი უფლებები.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით - office@alfg.ge ან 599 790405“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.