ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, - ამის შესახებ ინფორმაციას სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"ავრცელებს.
"15 იანვარს, 15:00-იდან 18:00 საათამდე "ფრესკოს" ათივე სუპერმარკეტი შეაჩერებს მუშაობას," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.