"დღეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული და ცივილური მომავლისთვის - "8000 მოსავალი" უერთდება საყოველთაო გაფიცვას"

"15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 8000 მოსავალი გაიფიცება," - ამის შესახებ განცხადებას კომპანიას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

"დღეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული და ცივილური მომავლისთვის. ამაში თითოეული მოქალაქე და ბიზნესი ერთსულოვანი და თანაბრად პასუხისმგებელია.15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე "8000 მოსავალი" გაიფიცება და ამით შეუერთდება მოთხოვნას: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი პატიმარი," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.