წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება საყოველთაო გაფიცვას, ამის შესახებ განცხადება მერიის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას. 15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მერია წყვეტს მუშაობას. ჩვენი მომავალი ევროპაშია. თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს,"- ნათქვამია მერიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.