ჩინელი მილიარდერები 195 მილიარდი დოლარით გაღარიბდნენ

ჩინეთში საფონდო ბირჟის ვარდნის გამო ადგილობრივმა მილიარდერებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

მიმდინარე კვირაში ჩინეთის საფონდო ბირჟაზე შანხაისა და შენჟენის ინდექსების ვარდნის გამო, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა 205-მა ადამიანმა საერთო ჯამში, 195 მილიარდი დოლარი იზარალა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, ვან ძიანლნმა 12 ივნისიდან-9 ივლისის პერიოდში საფონდო ბირჟაზე რყევების გამო 6,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

3,7 მილიარდი დოლარით გაღარიბდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მილიარდერი, „ალიბაბას“ დამფუძნებელი ჯეკ მა. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ჯეკ მას ქონება 21,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინტერნეტ-გიგანტი Tencent-ის დამფუძნებელმა პონი მამ კომპანიის მიერ კონტროლირებადი აქციების ფასის ვარდნის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. ზარალის გამო პონი მას ქონება ამ ეტაპზე 18,4 მილიარდი დოლარია.

შედარებით ნაკლები ზარალი ნახა Xiaomi-ის მფლობელმა ლეი ძიუნმა, რომელმაც ქვეყნის საფონდო ბირჟების ვარდნის გამო მხოლოდ 200 მილიონი დოლარი იზარალა. ჩინელი მილიარდერის კომპანია სმარტფონების წარმოებითაა დაკავებული. ლეი ძიუნის ჩონება 13,4 მილიარდი დოლარს შეადგენს.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჩინეთის კომპანიების აქციები 30%-ით გაუფასურდა

8ივლისს შანხაის საფონდი ბირჟის ინდექსი 6,4%-ით , CSI300-ის ინდექსი კი, რომელიც შანხაისა და შენჩჟაენში უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, 6,7%-ით დაეცა. შანხაისა და შენჟენის ბირჟაზე 500-ზე მეტმა კომპანიამ აქციებით ვაჭრობა შეაჩერა.

ჩინეთში შექმნილ ვითარებას ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ”ჩინეთი 1929” უწოდა, როდესაც ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ინდექსები მინიმუმამდე დაეცა, რამაც დასაბამი დაუდო ”დიდი დეპრესიის” ეკონომიკურ კატასტროფას.