ევროკავშირის საგანგებო სამიტი საბერძნეთთან დაკავშირებით გადაიდო

საბერძნეთის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ევროკავშირის დღევანდელი საგანგებო სამიტი გაურკვეველი დროით გადაიდო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, დაგეგმილი სამიტის ნაცვლად, გაგრძელდება ევროჯგუფის ლიდერთა მოლაპრაკებებები, ვიდრე საბერძნეთის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

"ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში დღეს განახლდება ევროჯგუფის ლიდერთა შეხვედრა, რომელიც გუშინ უშედეგოდ დასრულდა. ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ გამოუყონ თუ არა საბერძნეთს ახალი ფინანსური დახმარების პროგრამა. უარის შემთხვევაში, საბერძნეთი ევროზონას დატოვებს.

ევროჯგუფის პრეზიდენტის იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, მოლაპარაკებების მთვარი საკითხი საბერძნეთის ხელისუფლების ნდობის ფაქტორი იქნება. საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებს 2018 წლამდე 53,5 მილიარდ ევროს სთხოვს ვალების დასაფარად.

საბერძნეთის პარლამენტმა შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის მიერ წარდგენილი ახალი ეკონომიკური რეფორმების გეგმა დაამტკიცა.